ახალი ამბები
"უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში" არ ვრეგისტრირდებით - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, საერთო კრებაზე ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით, არ შეასრულებს "აგენტების" კანონის მოთხოვნებს და არ დარეგისტრირდება "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში". ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

ქარტია, რომელსაც ხელს 360 ჟურნალისტი აწერს, აღნიშნავს, რომ საკითხი 2024 წლის 14 აგვისტოს რიგგარეშე კრებაზე განიხილეს და ისინი საკუთარი უფლებების დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობენ.

"კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" შეუთავსებელია დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს პრინციპებთან, რომლის აშენებასაც ცდილობს საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, და ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თანასწორი მოპყრობის უფლებას და სხვა ფუნდამენტურ უფლებებს, გარანტირებულს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციით", - განმარტებულია განცხადებაში.

მათივე ცნობით, კანონი შეუძლებელს ხდის საქართველოს ინტეგრაციას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ანადგურებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და ევროპულ მომავალს, ანგრევს საქართველოს ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას.

"კანონი უცხოური ძალის ინტერესების გატარებად აცხადებს იმ საქმიანობას, რასაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახორციელებს დაარსების დღიდან, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დაცვისა და თვითრეგულირების მექანიზმების შექმნის გზით მედიის საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად, და ახდენს ორგანიზაციის სტიგმატიზებასა და დისკრიმინაციას.

რეგისტრაცია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში" დამაზიანებელი და შეუთავსებელია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიასთან, მიზნებთან და პრინციპებთან", - დასძენს ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, 1 აგვისტოდან ე.წ უცხოელი აგენტების კანონი ძალაში შევიდა. ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უცხოური ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირებას გულისხმობს და ის სავალდებულოა ყველა ორგანიზაციისთვის, რომლის მთლიანი შემოსავლის (1 წლის განმავლობაში) 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნისგან მიღებული დაფინანსებაა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტმა, 84 ხმით, კანონპროექტი პირველი მოსმენით - 17 აპრილს, მეორე მოსმენით - 1 მაისს, მესამე მოსმენით კი - 14 მაისს მიიღო. პრეზიდენტმა მას ვეტო 18 მაისს დაადო.

საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე, კვლავ 84 ხმით, "აგენტების" კანონზე პრეზიდენტის ვეტო 28 მაისს დაძლია. მის გასაპროტესტებლად ქვეყანაში საპროტესტო აქციები პერმანენტულად მიმდინარეობდა, მოქალაქეების ნაწილი განმარტავს, რომ კანონის მიღებით ხელისუფლებამ დასავლური კურსიდან გადაუხვია.


ამავე თემაზე:

"აგენტების" კანონი დღეიდან ამოქმედდება

არასამთავრობო ორგანიზაციები "აგენტების" კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

რატომ არა ე.წ აგენტების კანონს - ზუგდიდელების პასუხები (ფოტო/ვიდეო)

რუსული კანონით აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ - აქცია ზუგდიდში (ფოტორეპორტაჟი)

რადიო "ათინათი" სხვა მედიებთან ერთად ე.წ აგენტების კანონის პარლამენტში წარდგენას აპროტესტებს

გადაუხვია თუ არა ხელისუფლებამ ევროკავშირისკენ მიმავალი გზიდან - ადგილობრივების პასუხები (ვიდეო)

ქვარაია, თოლორაია, ბერაია, ხახუბია - "აგენტების კანონის" მხარდამჭერები სამეგრელოდან

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.