ახალი ამბები
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებმა ზუგდიდში პრესკონფერენცია გამართეს
დღეს, 18 აგვისტოს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერებმა ერთობლივი პრესკონფერენცია ზუგდიდში გამართეს, რომელზეც ნიკა მელიამ (პარტია "ახალი"), ზურაბ ჯაფარიძემ ("გირჩი-მეტი თავისუფლება"), ელენე ხოშტარიამ ("დროა") და ნიკა გვარამიამ ("ახალი") კოალიციის ახალი წევრები - ხათუნა სამნიძე ("რესპუბლიკური პარტია") და ოქტაი ქაზუმოვი ("აქტივისტები მომავლისთვის) წარადგინეს.

"ჩვენი კოალიცია სრული სვლით აგრძელებს მოძრაობას 26 ოქტომბრის არჩევნებამდე, რომელზეც პოზიტიურად უნდა აისახოს ქართველი ხალხის ნება მათ მომავალზე. ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვთქვით, რომ ყველა ქალაქში, რაიონში და რეგიონში ვიქნებით სულ უფრო მეტნი და გვიხარია, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო მეტი თანამებრძოლი, თანამოაზრე, გულშემატკივარი და გუნდის წევრი გვყავს. ჩვენ გვჯერა, რომ 4 ნომერი გახდება სიმბოლო, რომელიც შეძლებს მანკიერი წრის გარღვევას და და ახალი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას. ძალა მრავალფეროვნებაშია და მიგვაჩნია, დღევანდელი დღეც ამის დასტური იქნება. გვსურს ხალხის ნება აისახებოდეს პოლიტიკაზე და არა მახინჯი პოლიტიკა აისახებოდეს ქართველ ხალხზე", - თქვა ნიკა მელიამ

"დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ გამარჯვების გზა გადის ერთობაზე, მრავალფეროვნებაზე და ხალხისთვის მომავლის შეთავაზებაზე. მისივე განმარტებით, მათი ერთობა და ძალა შედგება პრინციპული ადამიანებისგან, ფასეულობებისადმი ერთგულებისგან და ქვეყნისთვის მებრძოლი ხალხისგან.

"კოალიცია, რომელიც საზოგადოებას შევთავაზეთ, მართლაც მოიტანს ცვლილებებს და არ მისცემს საშუალებას არავის ქვეყანა იმსახუროს თავად, არამედ იქნება ქვეყნის მსახური. მიხარია, რომ ასეთი პარტია და ადამიანთა ჯგუფი და პოლიტიკოსი უერთდება ჩვენს რიგებს. ეს არის ხათუნა სამნიძე, ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ნებისმიერ სიტუაციაში პრინციპულობით", - აღნიშნა ხოშტარიამ.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრის ხათუნა სამნიძის თქმით, ქვეყანაში მშვიდობა, პროგრესი და ადამიანზე ორიენტირებულობა დაიბადება მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება და კოალიციურ მმართველობა იქნება უზრუნველყოფილი,

"მიხარია, რომ ვდგავარ აქ, ისეთ ადამიანებთან ერთად რომლის ბრძოლაც მთელ საქართველოს ნანახი აქვს და მე მათი მჯერა. ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა როგორ უნდა მართოს ოპოზიციამ 26 ოქტომბრის შემდეგ, პროფესიონალიზმითა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული პოლიტიკით, რომელსაც მოიტანს პროგრესი და კოალიცია 4 ნომრით. ქვეყანაში მშვიდობა, მე ვდგავარ ისეთ ადამიანებთან ერთად, რომელთანაც შეიძლება დისკუსია, კამათი და ქვეყნის ისე მართვა, რომ ადამიანი იყოს მთავარი ორიენტირი. მე მოვიგე პირადი ბრძოლა, ახლა დროა, რომ განვკურნოთ ქვეყანა. ამას გავაკეთოთ ერთად, კოალიცია ოთხთან ერთად", - დასძენს ის.

პარტია "ახალის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ოქტაი ქაზუმოვის წარდგენისას ხაზი გაუსვა სამოქალაქო პატრიოტიზმს, როგორც ყველა ცივილიზებული ერის არჩევანს და მისი განმარტებით, ქაზუმოვი გამორჩეული ქართველი, თავისუფლებისთვის, სიკეთისთვის და განათლებისთვის მებრძოლი ადამიანია.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კოალიციის მთავარი პრინციპი ე.წ ეგრეთწოდებულ უმცირესობებთან დაკავშირებით, იქნება ეს ეთნიკური, შშმ პირები თუ აშ, ჩვენი ამოცანა არ არის ის, რომ პარტიაში მყოფი ეთნიკური თუ სხვა ტიპის უმცირესობების წარმომადგენლები იცავდნენ და წარმოადგენდნენ მხოლოდ მათი თემის უფლებებს. ჩვენი მნიშვნელოვანი ამოცანაა, ჩვენ მათი ინტეგრაცია მოვახდინოთ იმგვარად, რომ ისინი ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში გადაწყვეტილებებს იღებდნენ", - ამბობს გვარამია.

რაც შეეხება ოქტაი ქაზუმოვს, მან სიტყვით გამოსვლა მეგრული მისალმებით დაიწყო და განმარტა, რომ მისთვის დიდი პატივია სამეგრელოში, ზუგდიდში ყოფნა. მისი თქმით, ეს ის რეგიონია, რომელმაც ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებრიობას, კულტურას, სპორტს, პოლიტიკას დიდი სახეები და მამულიშვილები შესძინა.

"დიდი პატივია ვიმყოფებოდე ზუგდიდში, რომელმაც ქართული სახელმწიფოს კულტურით უდიდესი სახეები შესძინა. მე ვიაზრებ ამ პასუხისმგებლობას და ძალიან სიმბოლური ამ კუთხიდან ჩემი და ჩემი გუნდის წარდგენა, რომელსაც ჰქვია "აქტივისტები მომავლისთვის". მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ეთნიკური აზერბაიჯანელი აქტივისტები ერთიანდებიან, მათ თავიანთი ყოველდღიური შრომით დაამტკიცეს ის, რომ სამშობლოს ერთგულები არიან. დღეს მეამაყება სამეგრელოში ყოფნა. თუნდაც იმიტომ, რომ დიდმა ილიამ, რომელიც აქ ჩამოვიდა, საქართველოს მოდელიც სწორედ აქ, სამეგრელოში დაინახა. ამიტომ, მრავალფეროვნება ნიშნავს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას, მაგრამ ერთ დიდ პალიტრაში წარმოდგენას ისე, რომ სხვადასხვა ფერით და მრავალფეროვნებით ხასხასებდეს მსოფლიოს ქვეყნებს შორის...დროა გირჩიოთ ახალი, კოალიცია ცვლილებისთვის რესპუბლიკელებთან ერთად და მომავლისთვის", - თქვა მან.

პრესკონფერენციის ბოლოს, პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ კოალიცია ის გუნდია, რომელიც საქართველოს 2030 წლამდე ევროკავშირში შეიყვანს.

ინფორმაციისთვის, "კოალიცია ცვლილებებისთვის" 4 აგვისტოს ჩამოყალიბდა. ის აერთიანებს პარტიებს: "დროა", "ახალი", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "რესპუბლიკური პარტია" და ორგანიზაციას - "აქტივისტები მომავლისთვის". გუნდის წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან და ელექტორატს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მობილიზაციისკენ მოუწოდებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.