ახალი ამბები
გაერთიანებამ "კოალიცია ცვლილებებისთვის" სამეგრელოში რეგიონული ოფისები გახსნა (ფოტო)
პოლიტიკურმა გაერთიანებამ " კოალიცია ცვლილებებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" წინასაარჩევნოდ ზუგდიდში, წალენჯიხაში, ხობში, ჩხოროწყუში, ფოთში და მარტვილში რეგიონული ოფისები გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მათ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.

ზუგდიდის ოფისის გახსნისას, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თქვა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ზუგდიდი და სამეგრელო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და ეს არის ადგილი, რომელსაც არა მხოლოდ სურდა, არამედ განაპირობებდა ცვლილებებსაც.

"გაცილებით მეტნი ვართ ადამიანები ვისაც გვსურს კოალიციური მმართველობა, ბედნიერი ახალგაზრდობა, ვისაც სურს რომ მშობლები არ მიდიოდნენ ქვეყნიდან. კოალიცია 4 ნომრით ამ ბრძოლაში მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უდიდესი განსხვავება ნომერ 4-სა და სხვა პლატფორმებს შორის. ჩვენ ვართ გავლენებისგან თავისუფალი და ანგარიშვალდებული მხოლოდ ამომრჩევლის წინაშე. ამ გუნდს აქვს უნარი დაიცვას საკუთარო სიტყვა და იყოს თანმიმდევრული", - აღნიშნა მან.

ნიკა გვარამიას თქმით, სამეგრელო საქართველოს ყველაზე ევროპული ნაწილია და ზუგდიდით დაიწყება საქართველოს გაერთიანება, ევროპისკენ სვლა.

"ეს არის ადგილი, რომელიც რაც არ უნდა ხდებოდეს საქართველოში არასდროს არცერთი ნაბიჯით არ გადასულა ერთიანი საქართველოს მაგისტრალიდან, ეს არის ევროპული საქართველოს ყველაზე ევროპული ნაწილი, საქართველოს კარიბჭე ევროკავშირია. მე ვამაყობ ამ კუთხით და მაქვს ამ კუთხის დიდი იმედი, იმაში რომ იქნება მთავარი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილების ინიციატორი. ევროპის კარიბჭე არის აქ და ჩვენ ქართველები ვიმსახურებთ უკეთესს", - თქვა მან.

კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ხუთ წელიწადში ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება და ახალგაზრდები მიიღებენ იმ სიკეთეებს, რაც გაწევრიანებას თან ახლავს, მათ შორის ევროპულ განათლებას და ჯანდაცვას.

"ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ახალგაზრდები და ბავშვები, რომლებიც ახლა აქ დგანან, ამათ ხუთ წელიწადში ჯიბეში ჰქონდეთ ევროკავშირის პასპორტი, რომ 5 წელიწადში მომავალი თაობა გახდნენ მსოფლიოს ნომერ პირველი მოქალაქეები. ერთადერთი ვინც ამას წინ უდგას, ეს არის მილიარდერი, რომელიც უღობავს ამ პროცესს გზას. ხუთ წელიწადში ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი, ეს ახალგაზრდები გახდებიან ევროკავშირის სრულფასოვანი მოქალაქეები და მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რაც ამას თან ახლავს, ევროპულ განათლებას, ჯანდაცვას. თუ დასჭირდებათ სადმე სწავლა, მუშაობა, მოგზაურობა, ყველგან იქნებიან მსოფლიოს პირველხარისხოვანი მოქალაქეები. ეს არის ის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ 26 ოქტომბერს და ეს არის გუნდი, რომელიც ამ ქვეყანას შეიყვანს ევროკავშირში"- განმარტა ჯაფარიძემ.

კოალიციას სამოქალაქო მოძრაობას "სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშიაც შეუერთდა. მან ზუგდიდის ოფისის გახსნისას მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

სამეგრელოში გაერთიანების ოფისების მისამართებია: ზუგდიდი - რუსთაველის 52, ფოთი - 26 მაისის N4, ჩხოროწყუ - ჭავჭავაძის ქუჩა N7, ხობი - ცოტნე დადიანის N208, მარტვილი - ზვიად გამსახურდიას N10, წალენჯიხა - ფიროსმანის N11.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.