ახალი ამბები
აფხაზეთიდან დევნილი ანგელინა გადელია ლონდონის მინიატიურული თოჯინების ფესტივალის მონაწილეა (ფოტო)
ანგელინა გადელია, რომელიც 15 წელია დიორამებს, სიუჟეტების სამგანზომილებიან მინიატიურებსა და თოჯინებს ქმნის, ლონდონის "Dollhouse Festival"-ის მონაწილეა.

როგორც ის რადიო "ათინათს" უყვება, ლონდონის ფესტივალი საკმაოდ პრესტიჟული სივრცეა, მასში ცნობილი, წარმატებული ხელოვანები მონაწილეობენ და ბედნიერია ამ შესაძლებლობისთვის.

"მე საკუთარ სახლში, პატარა სამზარეულოში ვქმნი ნამუშევრებს. ჩემმა შვილმა მათი ფოტოები ლონდონში, ამ გამოფენის ვებ გვერდზე გააგზავნა. ამის შესახებ მე არ ვიცოდი. მათგან დადებითი შეფასება რომ მიიღო, რა თქმა უნდა, გაკვირვებული და ბედნიერი ვიყავი. ორგანიზატორებმა მთხოვეს, ლონდონში ჩავსულიყავი, თუმცა ეს დიდ ფინანსურ სახსრებს მოითხოვდა და ამ ეტაპზე ვერ შევძელი გამგზავრება, მაგრამ მომავალი წლისთვის, დაფინანსების წყაროს მოვიძიებ და აუცილებლად წავალ, ახალი ნამუშევრით წარვდგები დამთვალიერებლების წინაშე ", - ამბობს ის.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, დიორამა, რომელიც ბავშვობის მოგონების ელემენტებით შექმნა, 23 000 ფუნტადაა შეფასებული და ონლაინ გამოფენაზე იყიდება.

შეკითხვაზე, რა არის სამუშაო პროცესის ყველაზე საინტერესო ნაწილი, გვეუბნება, რომ გონებაში მოფიქრებული სიუჟეტი და შთაგონება მინიატიურის დამზადების წინ გამოწვევას ჰგავს, რაც მისთვის ამაღელვებელია.

"ეს ერთგვარი არტ თერაპიაა. მე ბავშვობიდან მჭიდრო დამოკიდებულება მაქვს ზოგადად ხელოვნებასთან. გონებაში ვქმნი სიუჟეტს, ვიცი, რომ იქ შეზღუდული არ ვარ ვიცი, ხოლო მისი პრაქტიკაში გადმოტანა რთულია და ამიტომ მიმაჩნია გამოწვევად, აზარტად. პროცესი კი ძალიან აქტიურია. მხოლოდ ნამუშევრის დასრულების შემდეგ ვაანალიზებ მის დადებით შედეგს", - დასძენს იგი.

სამომავლოდ, ნაკეთობების ავტორი, საკუთარი სახელოსნოს გახსნას, ზუგდიდში გამოფენის მოწყობასა და ზუგდიდელებისთვის თავისი დიორამების წარდგენას გეგმავს. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
23 / ნოემბერი 2024
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
23 / ნოემბერი 2024
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.