ახალი ამბები
ევროკავშირმა საქართველოს 35 მუნიციპალიტეტს ახალი საგრანტო შეთავაზება შეუჩერა
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, 35 მუნიციპალიტეტის ახალი საგრანტო შეთავაზება შეჩერებულია.

საელჩოს ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საუბარია "შემოქმედებითი კომპასი საქართველოს" (CCG) 4-წლიანი პროექტზე, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გადაწყვეტილების მიღების მიზეზად ისინი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ "შემოქმედებითი კომპასი საქართველო" გააგრძელებს საქმიანობას საქართველოს რეგიონებში შემოქმედებითი და კულტურის სექტორის მდგრადი მხარდაჭერისთვის.

"პროექტის ფარგლებში 35 მუნიციპალიტეტს გადაეცა გრანტი (თითოეულს 5000 ევროს ოდენობით) შემოქმედებითი სივრცეების ან მომავალში შემოქმედებითი დანიშნულებით გამოყენების პოტენციალის მქონე სივრცეების გამოვლენის, ფიზიკური აღნუსხვისა და ფოტოდოკუმენტირებისთვის. ასეთი სივრცეების აღნუსხვა 2024 წლის აპრილიდან - ივნისამდე პერიოდში განხორციელდა. ფიზიკური აღნუსხვის შემდეგ, მასში მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ექნებოდათ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედებითი რესურსების შესწავლისთვის განკუთვნილ საგრანტო კონკურსში. საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ევროკავშირის დახმარებაზე მისი ზემოქმედების შესახებ ევროპული საბჭოს მიერ 2024 წლის 24 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნების გათვალისწინებით, ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტისთვის ახალი საგრანტო შესაძლებლობის შეთავაზება ამ ეტაპზე შეჩერებულია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

რადიო "ათინათი" დაინტერესდა არის თუ არა ზუგდიდის მერია იმ მუნიციპალიტეტების ჩამონათვალში, რომლებსაც აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსება შეუჩერდათ. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ მიმდინარე გრანტი არ გაჩერებულა, თუმცა უცნობია ახალი საგრანტო შეთავაზება მიიღო თუ არა ადგილობრივმა მერიამ.

ინფორმაციისთვის, "შემოქმედებითი კომპასი" საქართველოს რეგიონებში კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას ემსახურება. მისი მთავარი მიზანი კი საქართველოს რეგიონულ, განსაკუთრებით კი, ინდუსტრიულ და პოსტინდუსტრიულ ქალაქებში შემოქმედებითი ინდუსტრიების მდგრადი განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად, პროექტი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს, იქნება ეს მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და რესურსების წარმოჩენა და გაძლიერება, თანამშრომლობის გაღრმავება, თუ დაფინანსების საშუალებების შექმნა.

თავდაპირველად, მუნიციპალიტეტებისთვის დაფინანსების შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ გაავრცელა. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მიღებული გრანტი მუნიციპალიტეტს მას შემდეგ გაუუქმდა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.