ახალი ამბები
გალში ახალგაზრდებს რუსული წიგნები გადასცეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელმა გალში გამართულ შეხვედრაზე მისულ ახალგაზრდებს და გალის ჰუმანიტარულ კოლეჯს რუსული წიგნები გადასცა საჩუქრად, წერს „აფსნიპრესი“.

ამავე ცნობით, ვლადისლავ კულიკოვი, გალში შეხვდა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლის „მირზაყანის“ წევრებს, რომლებიც 6 - 7 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ რიაზანში გამართულ „უძველესი ქალაქების VII საერთაშორისო ფორუმში“ იღებდნენ მონაწილეობას.

11 სექტემბერს „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა განაცხადა, რომ სააგენტოს წარმომადგენლობა ოკუპირებულ აფხაზეთში აქტიურად მუშაობს, კერძოდ სოხუმსა და გალის რაიონში, ხოლო აფხაზი სტუდენტები სასწავლებლად რუსეთში მიდიან. „მოწინააღმდეგეები ცდილობენ აფხაზეთი რუსეთს „მოწყვიტონ“, - ამის შესახებ „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.  მისი თქმით,  "ოპონენტები და კონკურენტები ცდილობენ, "აფხაზეთი ჩამოაშორონ რუსეთს, ძალიან აქტიურად მუშაობენ და ამაში უზარმაზარ რესურსებს დებენ, ამას უნდა დავნებდეთ? რა თქმა უნდა, არა“, - აღნიშნა მან. 

მიმდინარე წლის ივნისში გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, გალში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლობისა და ახალგაზრდული კლუბის გაიხსნის შესახებ განაცხადა.

მანამდე 2023 წლის ივლისში გალში რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა.

“როსსოტრუდნიჩესტვო“ (რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების და საერთაშორისო ჰუმანიტარული თანამშრომლობის) წარმომადგენლობა სოხუმში 2009 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. აფხაზური მედიის თანახმად, მისი მთავარი ამოცანაა „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ტექნიკური და საინფორმაციო კავშირების განვითარება, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობა".


ამავე თემაზე:

DRI გალში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე საუბრობს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.