საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
როგორც ის ამბობს, გეოდეზიური კვლევები უკვე ჩატარდა, ახლა კი კერის დაღრმავება და პროექტირება ხდება.
"ანაკლიის პორტის პროექტი გეგმაზომიერად მიმდინარეობს, შეფერხების გარეშე - ეს აღარ იქნება პროექტი ნულიდან, ეს არის პროექტი, რომელიც დღითიდღე გააჩენს რწმენას და მოლოდინებს, რომ ის წარმატებული იქნება", - თქვა მან.
რაც შეეხება ჩინურ კონსორციუმთან თანამშრომლობას, დავითაშვილის განცხადებით, ეს პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელური პროცესია და მოლაპარაკებებში ბევრი მიმართულებით პოზიციები დაახლოვდა.
"კერძო საინვესტიციო პარტნიორის შერჩევა არის საკმაოდ კომპლექსური და ბევრ საკითხს მოიცავს. ყველა ექსპერტი ამას ამბობდა, რომ ამას მოლაპარაკებების რამდენიმე თვე სჭირდება, რათა შეთანხმება ხარისხიანი იყოს და ყველა მხარის ინტერესს ითვალისწინებდეს, ზუსტად ამიტომ დავიწყეთ მშენებლობის პარალელური პროცესი და დავგეგმეთ ასე. სხვა შემთხვევაში, ამას არ ექნებოდა თავისი რაციონალი. დროს არ ვკარგავთ - პორტის ინფრასტრუქტურა იქმნება და პარალელურად ჩვენ დავასრულებთ მოლაპარაკებებს. იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების შედეგად გვექნება ხარისხიანი პარტნიორობა, სადაც ყველა მხარის ინტერესები დაბალანსებული იქნება", - დასძენს ის.
შეგახსენებთ, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურისთვის 50 მლნ ლარია გამოყოფილი.
რაც შეეხება კერძო პარტნიორის შერჩევას, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 25 ივლისს თქვა, რომ საბოლოო ეტაპი 26 ივლისს დასრულდებოდა და მშენებელ კომპანიასაც სწორედ ამ დღეს გამოავლენდნენ.
ცნობისთვის, მინისტრის განმარტებით, პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდებოდა, რადგან სამინისტრომ წინადადებები მხოლოდ მისგან მიიღო. პარტნიორის შერჩევის ეტაპი კი წარმატებით გაიარა შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა კომპანიამაც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ შერჩეული ჩინური კონსორციუმი ამერიკის მთავრობამ სამხედრო, სადაზვერვო-კვლევით საქმიანობაში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოების განვითარებაში ამხილა. მათი განმარტებით, კონსორციუმს აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორიაც.
პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი ბელგიურ კომპანია „“Jan De Nul”-თან მოლაპარაკებები 29 აგვისტოს დასრულდა და ხელშეკრულება გაფორმდა. მათ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რაც გულისხმობს ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებასა და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის მშენებლობას.
ამავე თემაზე:
ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება “Jan De Nul”-თან გაფორმდა
შესაძლოა, ჩინური კონსორციუმი გამარჯვებულად არც გამოცხადდეს - მინისტრი ანაკლიის პორტის პროექტზე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთმა არ უნდა ააშენოს - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე
2024 წლის ბიუჯეტის მიხედვით, ანაკლიის პორტისთვის 50 მლნ ლარი დაიხარჯება
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია ხვალ გამოვლინდება
ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის მეორე ეტაპზე ჩინური და შვეიცარული კომპანიები გადავიდნენ
ჩინურ კომპანიას აქვს თაღლითობასა და კორუფციაში მონაწილეობის ისტორია - აშშ-ის სახდეპი ანაკლიის პროექტზე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს ბელგიური კომპანია შეასრულებს - ეკონომიკის სამინისტრო
მნიშვნელოვანია ანაკლიის პორტის განვითარება, მალე დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები - პრემიერი
ანაკლიის პორტი გახდება ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის სიმბოლური პროექტი - ჩინეთის ელჩი
ჩინეთთან ბიზნესის კეთებისას მნიშვნელოვანია ჩატარდეს საფუძვლიანი გამოკვლევა - აშშ-ის სახდეპი
მასალის გამოყენების პირობები