ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა წალენჯიხაში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა
წალენჯიხაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ძლიერი ქარი იყო როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში, მათ შორის ეწერში, ობუჯიში და ნაკიფუში. ამის შესახებ რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ უთხრა.

მისი ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები.

"რთული მდგომარეობაა წალენჯიხაში, მათ შორის ქალაქში, ობუჯში და ეწერში. რამდენიმე ადგილზე მრავალწლიანი ხეები ფესვიანად მოგლეჯილია და, თითქმის, ყოველ მე-3, მე-4 სახლს, რომელსაც არ ჰქონდა ახალი სახურავი, ძლიერმა ქარმა ყველა მათგანს გადახადა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ამ ეტაპზე მიეწოდება მუნიციპალიტეტს, გუშინ კი პარალიზებული იყო მთელი მუნიციპალიტეტი", - თქვა ბელქანიამ.

როგორც ის ამბობს, ზარალს შესაბამისი სამსახურები ეცნობიან და მას სპეციალური კომისია დაითვლის.

შეგახსენებთ, სამეგრელოში გუშინ ძლიერმა ქარმა პროებლემები შექმნა. ქალაქებსა და სოფლებში მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლიანი ხე, რამაც გზების ჩახერგვა გამოიწვია, ასევე, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ბოძები და სადენები. ზუგდიდში მე- საჯარო სკოლის ეზოში ხე წაიქცა, ხოლო მე-5 სკოლის ეზოში სტადიონის კონსტრუქცია დაზიანდა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტის პრესსამსახურების ცნობით, შესაბამისი სამსახურები ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.


ფოტო: თამარ ბელქანიას ფეისბუქ გვერდი

ამავე თემაზე:

ზუგდიდში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები მიმდინარეობს

ძლიერი ქარის გამო ზუგდიდის მერია მოსახლეობას აფრთხილებს

სამეგრელოში აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის ქარიშხალი - ,,ენერგო-პრო ჯორჯია“

ზუგდიდში ძლიერი ქარისგან წაქცეულმა ხემ მე-5 სკოლის სტადიონი დააზიანა (ფოტო)

ზუგდიდში ძლიერმა ქარმა სკოლის ეზოში ხე მოგლიჯა (ფოტო)


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.