საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.
ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
წულაძე 2023 წლის 29 დეკემბრიდან განათლების მინისტრის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებდა. 2019-2023 წლებში ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო.
შეგახსენებთ, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თანამდებობა
28 სექტემბერს დატოვა. მისი თქმით, ის კერძო სექტორს დაუბრუნდება და იქ გააგრძელებს საქმიანობას.
მასალის გამოყენების პირობები