ახალი ამბები
სოხუმში მოსკოვის მიერ მოთხოვილი კიდევ ერთი შეთანხმების დამტკიცებას განიხილავენ
დღეს, 7 ოქტომბერს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტს განსახილველად წარედგინება შეთანხმება „რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“. ინფორმაციას ტელეგრამ არხი “RESPUBLICA” ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეთანხმების მოწინააღმდეგეებს მიაჩნიათ, რომ ის ადგილობრივ მეწარმეებს “უთანასწორო კონკურენციის პირობებს უქმნის და შესაძლოა სრულად გაანადგუროს აფხაზური ბიზნესი”. გარდა ამისა, 
„აფხაზეთში ისედაც ყველაზე ხელსაყრელი პირობებია შექმნილი უცხოელი ინვესტორებისთვის, რასაც ითვალისწინებს  “საინვესტიციო საქმიანობის შესახებ” კანონი“.

“როგორც ჩანს, ასეთი შეთანხმების მიღებაც ასლან ბჟანიას მიერ აღებულ ვალდებულებათა სიაში შედის”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

მანამდე, ე.წ. პარლამენტმა მოსკოვის მოთხოვნით, „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ რუსულ - აფხაზური შეთანხმების რატიფიცირებას დაუჭირა მხარი.

4 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეტა მინისტრი სერგეი ლავროვი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მნისტრს, სერგეი შამბას შეხვდა და იმედი გამოთქვა, რომ სამუშაო პროცესში მყოფი დოკუმენტებიც სოხუმთან „ოპერატიულად იქნება შეთანხმებული“.

ცნობისთვის, 1 სექტემბრიდან რუსეთმა შეაჩერა ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, მათ მიერ წაყენებული პირობების შესრულებამდე.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.