ზუგდიდში, ჯანაშიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 7 კორპუსის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
როგორც სამინისტროში განმარტავენ, პროექტს კომპანია "ანაგი" განახორციელებს, მშენებლობის ბიუჯეტი კი 191 012 850 ლარი იქნება.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდში 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 7 მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა
აგვისტოში დაანონსდა. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 5 ქალაქში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები