ახალი ამბები
ომბუდსმენი მოუწოდებს სამართალდამცავებს, წინასაარჩევნოდ პირადობების ჩამორთმევის შესაძლო ფაქტები გამოიძიონ
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

ომბუდსმენი საკუთარ ვებ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის სისხლის სამართლის დანაშაული.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.

ამავე ინფორმაციით, ომბუდსმენი გამოხატავს მზაობას, მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც მსგავსი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა.

უწყების ცნობით, მსგავს შემთხვევებში მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ აპარატს ცხელ ხაზზე - 1481.

ინფორმაციისთვის, ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" განმარტებით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ზუგდიდში, მმართველი პარტიის აქტივისტები ამომრჩეველთა ნაწილს სთხოვენ პირადობების დროებით მათთვის გადაცემას, ასევე ხმების სანაცვლოდ, ურიგებენ პროდუქტს, საწვავის ტალონებს ან სთავაზობენ მომსახურების გაწევას.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" კი აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულებს და სოციალურად დაუცველებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ნების საწინააღმდეგოდ ართმევენ. მათივე ცნობით, აღნიშნულ ქმედებას, სავარაუდოდ, აქვს მასშტაბური ხასიათი და მსგავსი შემთხვევა მოხდა ზუგდიდშიც.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.