დღეიდან, 30 ოქტომბრიდან, ენგურის ხიდზე მიმოსვლა ისევ განახლდა.
რადიო
"ათინათის" ინფორმაციით, მოქალაქეები დილიდან კვეთენ ე.წ. საგუშაგოს, როგორც სამეგრელოს, ასევე აფხაზეთის მიმართულებით.
ენგურის ხიდი, აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, 23 ოქტომბერს დროებით
ჩაიკეტა, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, „რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციების“ თავიდან ასაცილებლად.
აკრძალვა არ შეეხებოდა ენგურჰესის თანამშრომლებს, ასევე „აფხაზეთის მოქალაქეებსა და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან“, ნათქვამია განცხადებაში.
სოხუმში ასევე განაცხადეს, რომ 22 ოქტომბრიდან
გალის რაიონში უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები