ახალი ამბები
ფარის სკოლის მასწავლებელი მისი მიმართვის პასუხად მიღებულ განათლების სამინისტროს წერილს აქვეყნებს
მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ-მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე, რომელიც სოციალურ ქსელში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე საუბრობდა, მის წერილზე განათლების სამინისტროს პასუხს აქვეყნებს.

მისი თქმით, მან 20 ოქტომბერს სამინისტროში წერილი გააგზავნა, მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირისგან განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტზე.

როგორც წულუკიძე წერს, სამინისტროს პასუხის თანახმად, ღონისძიების ჩატარების ყველა ეტაპი უზრუნველყო მხოლოდ ადგილობრივი ორგანიზატორის მიერ და განათლების სამინისტროს მონაწილეობა არ მიუღია მესტიის მუნიციპალიტეტში მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიის დაგეგმვაში და მასწავლებლების შერჩევაში.

"ვასკვნით, რომ 300 მდე მასწავლებლის წინაშე იცრუა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა,მარიამ ჯაფარიძემ და საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დააბრალა,რომ ის ახორციელებს პედაგოგთა პერსონალურ მონიტორინგს,ერთ-ერთმა დეპარტამენტმა განიხილა წარდგენილ პედაგოგთა პირადი საქმეები და მათ ამოიღეს სიიდან არასასურველი კანდიდატები (48 წარდგენილი კანდიდატიდან 7 პედაგოგი) სამინისტროს ბრალი დასდო პედაგოგთა პერსონალურ მონიტორინგში!

ღონისძიება ორგანიზებული და დაფინანსებული იყო ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიისა და " კერძო ბიზნესის"მხრიდან, დამკვეთებისგან,ცხადია,გაიცხრილა სიები და ვიღაცისთვის არასასურველი კანდიდატები სიიდან ამოღებული და ეს ბინძური საქმე განხორციელდა სწორედ არც მეტი, არც ნაკლები დაბა მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ხელით!", - წერს წულუკიძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პედაგოგების მიმართ ღირსების შემლახველი მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

ცნობისთვის, წულუკიძემ სოციალურ ქსელში პოსტი 21 ოქტომბერს გამოაქვეყნა. მისი თქმით, ის მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დამსახურებული პედაგოგების სიიდან მისი კანდიდატურა პოლიტიკური მოტივით მოხსნეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.