აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა “პრეზიდენტმა”, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმში საპროტესტო აქციების დროს, რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ უთხოვია.
„არანაირი დახმარება არ მითხოვია. ერთადერთი ისაა, რომ საქმის ვითარებით დაინტერესდნენ და მე ვაცნობე“, - უთხრა ბჟანიამ „რია ნოვოსტის“.
ამავე ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, მომავალ რიგგარეშე „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას და თავის პოზიციას მოგვიანებით დააფიქსირებს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი
„საპრეზიდენტო“ არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს.
თავად ბჟანია „პრეზიდენტის“ პოსტიდან 19 ნოემბერს გადადგა , რასაც წინ უსწრებდა ადგილობრივი ოპოზიციის პროტესტი.
მომიტიგეებსა და „მთავრობას“ შორის უთანხმოების მიზეზი გახდა რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმება.
ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო სხდომა
ჩაიშალა.ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში „სამთავრობო შენობები“ და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაცია დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“
გადადგა, სანაცვლოდ კი, დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს.
„პრეზიდენტის“ მოვალეობას „ვიცე-დროებით „ვიცე - პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ასრულებს, ხოლო ალექსანდრე ანქვაბის ნაცვლად „პრემიერის“ პოსტი დროებით ვალერი ბგანბამ დაიკავა.
მასალის გამოყენების პირობები