ახალი ამბები
აფხაზი ოპოზიციონერები რუსეთთან რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გაუქმებას მოითხოვენ
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.

„ჩვენ წერტილი უნდა დავუსვატ საინვესტიციო შეთანხმების საკითხს. ეს შეთანხმება არ შეესაბამება აფხაზი ხალხის, აფხაზური ბიზნეს საზოგადოების ინტერესებს. ეს შეთანხმება ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუქმდეს“, - განაცხადა „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერმა ადგურ არძინბამ ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მისი თქმით, „დეპუტატები“ მომავალ სხდომაზევე უნდა დაუბრუნდნენ „საინვესტიციო შეთანხმების“ თემას. 

„ჩვენ უკვე უნდა ვისწავლოთ, ცალსახად და მტკიცედ ვთქვათ „არა“ ყველა ანტიეროვნულ ინიციატივაზე. ეს სწორი სიგნალია მათთვის, ვისაც მომავალში სურს მსგავსი ინიციატივის გამტარებელი იყოს“, - დასძინა მან.

ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერი თემურ გულია ამბობს, რომ შეთანხმებას კინაღამ „სამოქალაქო ომი მოჰყვა". 

„დიდება ღმერთს, სისხლი არ დაიღვარა. კიდევ ერთხელ აჩვენა აფხაზმა ხალხმა, რომ შეუძლია სახელმწიფოს შენების იდეის ირგვლივ გაერთიანება“, - აღნიშნა მან.

ე.წ. პარლამენტს "რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი 15 ნოემბერს უნდა განეხილა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო, სხდომა ჩაიშალა.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში „სამთავრობო შენობები“ და „პრეზიდენტის“ ადმინისტრაცია დაიკავეს და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.

ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, 19 ნოემბერს, ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ გადადგა, სანაცვლოდ კი, დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს.

„პრეზიდენტის“ მოვალეობას „ვიცე-დროებით „ვიცე - პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ასრულებს, ხოლო ალექსანდრე ანქვაბის ნაცვლად „პრემიერის“ პოსტი დროებით ვალერი ბგანბამ დაიკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, შესაძლოა, 2025 წლის 15 ან 16 თებერვალს ჩატარდეს.








Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის ქუჩა გადაკეტეს, შემდეგ კი მსვლელობით დაიძრნენ მდინარე ჩხოუშის ხიდისკენ.
22 / ნოემბერი 2024
პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა.
22 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან აქცია მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.