ახალი ამბები
დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება
დღეს, 29 ნოემბერს, ზუგდიდში 14:00 საათზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია დააანონსეს. მოქალაქეების ნაწილის პროტესტი უკავშირდება პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.


28 ნოემბერს, საღამოს კობახიძის ბრიფინგის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ და ქვეყნის დასავლური კურსიდან გადახვევა გააპროტესტეს.

პროტესტს ზუგდიდშიც შეუერთდნენ, აქციის მონაწილეები სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრინენ, შემდეგ კი მსვლელობით გაემართნენ აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის შემოსასვლელისკენ, სადაც დროებით გზა გადაკეტეს. მათი თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნის ისტორიული არჩევანია და ისინი არ დაუშვებენ ქვეყნის რუსეთიზაციას. 

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები.

ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე "ქართული ოცნების" უარის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში ბრიფინგი გამართა. მან სიტყვით გამოსვლისას მიმართა საზოგადოებას, რომ არ დაკარგონ იმედი და არ ჩაიკლან პროტესტის გრძნობა. ის ასევე პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ კი გაემართა თავისუფლების მოედნისკენ და იქ განლაგებულ სპეცდანიშნულების რაზმს უთხრა, რომ მათი მოვალეობა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეების დაცვაა.


ამავე თემაზე: 

ვაპროტესტებთ საქართველოს რუსეთიზაციას, - ზუგდიდში აქციის მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს (ფოტო)

ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, - სალომე ზურაბიშვილი

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, საპროტესტო აქცია იმართება (ფოტო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.