ახალი ამბები
ზუგდიდში სამხარეოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ფოტო)
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ აქცია იმართება. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მეორე დღეა იკრიბებიან და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ამ წუთებში მათ მიმართავს „ახალის“ წევრი და საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მაია კალანდია:

"იმედია არ დაუპირისპირდებით ქართველ ხალხს, არ დაგვიპისპირდებით ჩვენ, რადგანაც თუ 1989 წლიდან დავიწყებთ ისტორიას და დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცით, იქ სადაც მილიცია დაუპირისპირდა ხალხს, ყოველთვის ბრძოლა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დასრულდა ხალხის გამარჯვებით, ჩვენ არ გვინდა თქვენზე გამარჯვება ქართველი ერის და ჩვენი სახელმწიფოს გამარჯვებ". - განაცხადა მან. 


მაია კალანდია პოლიციელებს მიმართავს

აქციას უერთდებიან მოქალაქეები ჩხოროწყუდან და წალენჯიხიდან.

28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ სახელით გააკეთა განცხადება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, მოქალაქეები ქუჩაში გამოვიდნენ. მასშტაბური აქცია გაიმართა თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე. პარალელურად პროტესტს შეუერთდნენ, საქართველოს სხვა რეგიონებსა და ქალაქებში, მათ შორის ზუგდიდში.

თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე. დაშავებულებს შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკოსები. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მივიდა. აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ კი გაემართა თავისუფლების მოედნისკენ და იქ განლაგებულ სპეცდანიშნულების რაზმს უთხრა, რომ მათი მოვალეობა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისა და მოქალაქეების დაცვაა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.