ახალი ამბები
„არუაა“- სოხუმმა საქართველოსგან 42 მილიონი რუბლის ღირებულების ნერგები შეისყიდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ნერგებს საქართველოსგან ყიდულობს“, ამის შესახებ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაა“ წერს. მათივე მტკიცებით, შესყიდვების ღირებულება იყო 42 მილიონი რუბლს (430 ათასი დოლარი) შეადგენს.
ორგანიზაციის განცხადებით, ეს ნაბიჯი არის „ქართველი ფერმერების მხარდაჭერა აფხაზეთის სახელმწიფოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯზე“. 

„არუაა“ მიიჩნევს, რომ 2023 წლის მაისში გამოცემული ბრძანებით, ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ „ცალმხრივად გახსნა აფხაზეთის საბაჟო საზღვრები ქართული საქონლის ფართო სპექტრისთვის“.

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება არა მხოლოდ აფხაზეთის ინტერესებს, ზიანს აყენებს რა ჩვენს ეკონომიკას, არამედ ძირს უთხრის საზოგადოების მორალურ და ეთიკურ საფუძვლებს და ეწინააღმდეგება მეგობრული აფხაზურ-რუსული ურთიერთობების სულისკვეთებას. რუსეთთან ვაჭრობა მცირდება, ხოლო საქართველოდან აფხაზეთში შემოსული საქონლის მოცულობა, მათ შორის, კონტრაბანდის გზით, ყოველდღიურად იზრდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოუწოდებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვალერი ბგანბას, გააუქმოს ეს „ანტისახალხო გადაწყვეტილება“. ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც "პრეზიდენტობის" კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა შვებულებაში გავიდა, მის ადგილს ვალერი ბგანბა იკავებს.

ცნობისთვის, 2023 წლის 31 მარტს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ასლან ბჟანიამ ნაწილობრივ გააუქმა ენგურის ე.წ. საზღვარზე საქონლის გადაადგილებაზე აკრძალვა.

ბჟანიას გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა 2007 წელს, დე ფაქტო რესპუბლიკის მაშინდელი "პრეზიდენტის", სერგეი ბაღაფშის მიერ გამოცემულ განკარგულებაში, რომელიც სრულად კრძალავდა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარზე ტვირთების გადაადგილებას.

ცვლილების თანახმად, ენგურის ხიდის გავლით, ე.წ. საზღვარზე დაუშვეს შემდეგი სახის საქონლის გადატანა:

- მრავალწლიანი და ერთწლიანი კულტურების ნერგები;
- სოფლის მეურნეობის კულტურების სათესლე მასალები;
- ცოცხალი შინაური ფრინველი;
- შინაური პირუტყვის საკვები;
- სოფლის მეურნეობის ტექნიკის და პროდუქციის წარმოება-გადამუშავებისთვის საჭირო დანადგარები;
- საავტომობილო ტრანსპორტის და მისი ნაწილების და ზეთები.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2025
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
20 / აპრილი 2025
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდნენ, შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.