ახალი ამბები
ვალერი ბგანბამ პუტინს ღია წერილით მიმართა
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ღია წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტობის“ კანდიდატები „ერთხმად უჭერენ მხარს რუსეთის ფედერაციასთან ძმური ურთიერთობების განვითარებასა და განმტკიცებას“, წერს "აფსნიპრესი". 

„ამავდროულად, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ყალიბდება ზოგიერთ რუსულ მედიასაშუალებაში. საკმარისი საფუძვლების გარეშე ამტკიცებენ, რომ აფხაზეთში არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან. კანდიდატების „პრორუსებად“ და „ანტირუსებად“ დაყოფის მცდელობა ქმნის ჩვენი საზოგადოების დამახინჯებულ სურათს და შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს აფხაზურ-რუსულ მეგობრობაზე“, - აღნიშნა მან.

ბგანბა სთხოვს პუტინს „ყოვლისმომცველი დახმარება აღმოუჩინოს და არ დაუშვას პროცესები, რომლებიც შეიძლება უარყოფითად აისახოს აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხანგრძლივ მეგობრულ კავშირებზე“.

ცნობისთვის, ვალერგი ბგანბა, ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მას შემდეგ გახდა, რაც ბადრა გუნბა „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა და შვებულებაში გავიდა.

ზოგიერთი რუსული მედიასაშუალებები და ტელეგრამის არხები ადგურ არძინბას წარმოადგენენ, როგორც "ანტირუსულ" კანდიდატს.  გარდა ამისა, სრულიად რუსულმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრმა (ВЦИОМ) გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც „მმართველი პარტიის“ კანდიდატმა ბადრა გუნბამ 32% მიიღო, ხოლო ადგურ არძინბამ 15%.

საზოგადოების ნაწილმა ეს საარჩევნო პროცესზე გავლენის მოხდენის მცდელობად შეაფასა.

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. მასში ხუთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას:

„პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელი - ბადრა გუნბა;

აფხაზეთის ყოფილი „სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციაში“ - ოლეგ ბარციცი;

ეკონომიკის ყოფილი „მინისტრი“ და ოპოზიციური „აფხაზთა სახალხო მოძრაობის“ ლიდერი- ადგურ არძინბა;

„კონტროლის პალატის“ ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა ;

კომერციული „შავი ზღვის განვითარების ბანკის“ თავმჯდომარე - ადგურ ხურხუმალი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2025
მართლმადიდებელი სამყარო დღეს, 20 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით წუხელ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია შესრულდა.
20 / აპრილი 2025
ზუგდიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეები, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ერთად შეხვდნენ, შეკრების ტრადიციულ ადგილზე, სახელწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.