ახალი ამბები
სოხუმში „წინასაარჩევნო“ კამპანიის პერიოდში „პრეზიდენტის“ მოვალეობას ვალერი ბგანბა შეასრულებს
"პრეზიდენტობის" კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა შვებულებაში გავიდა.

მისივე განკარგულებით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში "პრეზიდენტის" მოვალეობის შესრულება ე.წ. პრემიერ - მინისტრს, ვალერი ბგანბას დაეკისრა, წერს "აფსნიპრესი".

მედიის თანახმად, ბგანბა დე ფაქტო მთავრობის მეთაურის მოვალეობას 2024 წლის 20 ნოემბრიდან ასრულებს. მისი კანდიდატურა შეთანხმებული იყო ოპოზიციასთან, რომელმაც აფხაზი ლიდერის ასლან ბჟანიას გადადგომას მიაღწია.

სხვადასხვა წლებში ვალერი ბგანბა იყო "პრემიერ-მინისტრი", "პარლამენტის" სპიკერი, 2020 წელს კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი .

ამასთან ერთად, ბადრა გუნბა, 10 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას ოჩამჩირის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბესლან ბიგვავას შვებულებაში გასვლის შესახებ, მისი "ვიცე-პრეზიდენტობის" კანდიდატად რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მის მოვალეობას, პირველი მოადგილე, არტიმონ გაბელაია შეასრულებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში "წინასაარჩევნო" კამპანია ოფიციალურად დაიწყო. "საპრეზიდენტო" არჩევნები 15 თებერვალს გაიმართება. "ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ" ამ დრომდე, ოთხი "საპრეზიდენტო" კანდიდატი დაარეგისტრირა:

"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა;

ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", "აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" ლიდერი - ადგურ არძინბა;

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;

"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;

კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარის - ადგურ ხურხუმალის დოკუმენტაცია ამ დრომდე განხილვის პროცესშია.

სხვადასხვა მიზეზების გამო „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა კან კვარჩიამ და „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.

კან კვარჩია, რომელიც 2024 წლის 19 ნოემბერს „პარლამენტის“ შენობაში დაჭრეს, აცხადებს, რომ „პრეზიდენტობისთვის“ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ იბრძოლებს. როგორც ცნობილია, იმავე დღეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა „დეპუტატი“ ვახტანგ გოლანძია. მკვლელობაში ეჭვმიტანილ ადგურ ხარაზიას, ამ დრომდე ეძებენ.

ცნობისთვის, 15 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი, რასაც ოპოზიციური ძალების პროტესტი და ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი. 

პასუხად, მოსკოვმა ჯერ ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად შეუჩერა სოხუმს ბიუჯეტის მოსკოვმა სოხუმს სრულად შეუჩერა დაფინანსება

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
დღის სიახლეები
24 / ივლისი 2025
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
17 / ივლისი 2025
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.