ახალი ამბები
აფხაზურმა "ცესკომ" თურქეთში საარჩევნო უბანი დახურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქალაქ საქარიაში (თურქეთი) საარჩევნო უბნის დახურვის და საუბნო საარჩევნო კომისიის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო, წერს „აფსნიპრესი“

წერილში, რომელიც „თურქეთში რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენლის“ იბრაჰიმ ავიძბასგან მიიღო დე ფაქტო ცესკომ, საუბარია 15 თებერვალს დაგეგმილ აფხაზეთის „საპრეზიდენტო“ არჩევნებისთვის თურქეთში საარჩევნო უბნების გახსნის შეუძლებლობის შესახებ. გამოცემის თანახმად, სწორედ ეს შეტყობინება გახდა ამ გადწყვეტილების მიღების საფუძველი. 

მანამდე ტელეგრამის არხმა AMPA-life - მა დაწერა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ „აუკრძალა თურქეთის აფხაზურ დიასპორას კენჭისყრაში მონაწილეობა, მათ შორის საქართველოს ზეწოლის ქვეშ, რომლის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცოტა ხნის წინ, მათ შესაბამისი ნოტა გაუგზავნა “.

„აფხაზეთის წარმომადგენელი თურქეთში გააფრთხილეს საარჩევნო უბნების გახსნის შესახებ გამოცხადებული აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში, წარმომადგენლობის შესაძლო დახურვის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ბოლო ე.წ. არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები სტამბოლში გაიხსნა, თუმცა მათ მუშაობას გარკვეული პრობლემები მოჰყვა.

თებერვლის დასწყისში, სოხუმში განაცხადეს, რომ „საპრეზიდენტო“ არჩევნებისთვის ოკუპირებული აფხაზეთის ფარგლებს გარეთ სამი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ერთი - თურქეთის ქალაქ საქარიაში (ადაპზარი), დანარჩენი ორი - მოსკოვსა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში.

ცმობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლკაში „პრეზიდენტობისთვის“ 5 კანდიდატი იბრძოლებს:

"პრეზიდენტის" მოვალეობის შემსრულებელი, - ბადრა გუნბა;

ეკონომიკის ყოფილი "მინისტრი", აფხაზი ოპოზიციონერი - ადგურ არძინბა;

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "სავაჭრო წარმომადგენელი მოსკოვში" - ოლეგ ბარციცი;

"კონტროლის პალატის" ყოფილი ხელმძღვანელი - რობერტ არშბა;

კომერციული "შავი ზღვის განვითარების ბანკის" გამგეობის თავმჯდომარე, ადგურ ხურხუმალი.

„საპრეზიდენტო“ არჩევნებში მონაწილეობაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უარი განაცხადა ოპოზიციონერმა „დეპუტატმა“ კან კვარჩიამ.

აფხაზური მედიის ცნობით, თავისი კანდიდატურები ასევე მოხსნეს ბიზნესმენმა ბესლან კვიცინიამ და „სახალხო პარტიის“ლიდერმა შამილ აძინბამ.

ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა. მოგვიანებით, ე.წ. პარლამენტმა ჩააგდო რუსულ - აფხაზური საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს გაიმართება.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2025
„მიმდინარე წლის 19 აპრილს, 11.10 საათზე, სიხშირისა და ძაბვის რყევების გამო, რაც ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონის” ქსელში ჩართული ენგურჰესის სამივე აგრეგატი ქსელიდან გამოირთო“, - ინფორმაციას „ენგურჰესი“ ავრცელებს.
19 / აპრილი 2025
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს.
19 / აპრილი 2025
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.