ახალი ამბები
სოხუმში „პრეზიდენტობის“ კანდიდატები "მშვიდობიან" წინასაარჩევნო კამპანიაზე შეთანხმდნენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატებმა ბადრა გუნბამ და ადგურ არძინბამ არჩევნების მეორე ტურის წინ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტის თანახმად, მათ პირობა დადეს, რომ არ გამოიყენონ შავი პიარი, ადმინისტრაციული რესურსები და არ დაუშვან მოწოდებები ძალადობრივი ქმედებებისკენ. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „მზად არიან მიიღონ არჩევნების მეორე ტურის შედეგები, თუ ის ჩატარდება კანონმდებლობის შესაბამისად“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „აფხაზურ საზოგადოებაში არსებობს ურყევი კონსენსუსი აფხაზეთის სუვერენიტეტისა და რუსეთთან თანაბარი და მოკავშირე ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების შესახებ და არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის რომელიმე მესამე ძალის მხარდამჭერი ან წარმომადგენელი“.

გარდა ამისა, მათ დაადასტურეს თავიანთი „ერთგულება 2024 წლის 19 ნოემბრის შეთანხმების მიმართ და გააგრძელეს მისი მოქმედება 2025 წლის 2 მარტამდე“. 

აღსანიშნავია, რომ სოხუმში „საარჩევნო კამპანიის“ დროს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კერძოდ, „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ საკადრო ცვლილებები განახორციელა, რაც ბადრა გუნბას გუნდმა გასული წლის ნოემბერში დადებული ხელშეკრულებების დარღვევად მიიჩნია.

„ეხო კავკაზას“ თანახმად, მანამდე, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე „აფხაზეთში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების რუსეთის მოქალაქეების მიმართ სიძულვილისა და მტრობის გაღვივების ფაქტზე“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „გარკვეული პირები, რომლებიც იყენებენ ინტერნეტს“, საჯაროდ მოუწოდებდნენ „მათ შორის სომხური ერის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისკენ “.

ოკუპირებულ აფხაზეთში „საპრეზიდენტო“ არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 მარტს გაიმართება, მონაწილეობას ორი კანდიდატი მიიღებს, ასლან ბჟანიას თანაგუნდელი - ბადრა გუნბა და აფხაზი ოპოზიციონერი, ადგურ არძინბა.

ვადამდელი „საპრეზიდენტო“ არჩევნები, აფხაზეთში, 15 თებერვალს გაიმართა.

ცნობისთვის, ყოფილი “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია თანამდებობიდან 2024 წლის 19 ნოემბერს გადადგა, რასაც წინ უსწრებდა ოპოზიციის პროტესტი და ე.წ. პარლამენტში სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის ჩაშლა.  






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2025
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით, რეისებს ამატებს.
19 / აპრილი 2025
თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვა კავკასიონის ელექტროგადამცემ ხაზზე ავარიას უკავშირდება ,ამის შესახებ "საქართველოს ელექტროსისტემაში” მედიას განუცხადეს.
19 / აპრილი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ახალი მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა და „მთავრობის“ წევრები დაამტკიცა, წერს "აფსნიპრესი". 
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.