ახალი ამბები
აფხაზეთს ელექტრომომარაგება აღუდგა, - მედია
ტელეგრამის არხების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტრომომარაგება აღუდგა, ამავე ცნობით, ფსოუზე მომხდარი ავარიული გათიშვის გამოს, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, „დასავლეთის რაიონებს და სოხუმს“.

მანამდე, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინებოდა, რომ ფსოუს ელექტროგადამცემი ხაზი ავარიულად გაითიშა. მიზეზები არ დასახელებულა. 

უფრო ადრე, აფხაზური მედია წერდა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ელექტროენერგიის გაზრდილი მოცულობა მიაწოდოს ოკუპირებულ აფხაზეთს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის ე.წ. სამინისტროს ხელმძღვანელმა ჯანსუხ ნანბამ განაცხადა.

„დაბალი ტემპერატურა ხელს არ უწყობს წყლის ნაკადის ზრდას. შესაბამისად, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე მინიმალურია და ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემაა. ამასთან დაკავშირებით, არსებობს საფრთხე, რომ ისევ მოგვიწიოს „მარაოსებრი“ გრაფიკის ამოქმედება. რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან თქვენი მოლაპარაკებების წყალობით, გუშინ უკვე მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი რუსი კოლეგებისგან, რომ სიტუაცია კიდევ ერთხელ გადაიხედება და დამატებითი დახმარების და ნაკადების მოცულობის გაზრდის კუთხით“, - თქვა მან „მინისტრთა კაბინეტში“ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც არჩეული „პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა ხელმძღვანელობდა.

5 მარტს, ბადრა გუნბა რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში მიიღო. ვლადიმირ პუტინი მას დაჰპირდა, რომ მოსკოვიდან ელექტროენერგიის „ჰუმანიტარული ნაკადის“ მიწოდება გაგრძელდება.

უკვე წლებია, სოხუმი ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებს. ადგილობრივი ენერგოკომპანია ამის მიზეზად ელექტროქსელებზე გაზრდილ დატვირთვას და ინფრასტრუქტურის ცვეთას, სრული გამრიცხველიანების არარსებობას, ელექტროენერგიაზე დაბალ ტარიფებს, მოსახლეობის ნაწილის მიერ ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობას და კრიპტოვალუტის უკანონო მაინინგს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ზამთრის თვეებში ენგურჰესი, ძირითადად, აფხაზური მხარის საჭიროებებს აკმაყოფილებდა. მხარეებს შორის არსებული შეთანხმება გამომუშავებული რესურსის 60/40-ზე პარიტეტით გადანაწილებას გულისხმობს.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.