ახალი ამბები
ზუგდიდში 9 აპრილის მემორიალთან შეკრებილი მოქალაქეები პოლიციამ დაშალა (ფოტო/ვიდეო)
ცოტა ხნის წინ, ზუგდიდში, 9 აპრილის მემორიალთან მყოფ მოქალაქეებთან პოლიცია მივიდა და იქ შეკრებილების დაშლა დაიწყო, იმ მიზეზით, რომ სასულიერო პირებს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლი პარაკლისი უნდა გადაეხადათ.
მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილები კანონს არ არღვევდნენ და პარაკლისზე დასწრების სურვილიც გამოთქვეს, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.


“სრულად მშვიდობიანად ვიდექით ცხრა აპრილის მემორიალთან, შიგნითაც კი არ ვიდექით. ხმას არ ვიღებდით, რადგან ფარად მცირეწლოვანი ბავშვები დაიყენეს, ჩვენს სათქმელს ჩვენი ბანერები ამბობდა. მოვიდა ორასამდე პოლიციელი, მამაოს ლოცვის ფონზე დაგვარბიეს! გვყავს დაშავებული, რომელსაც აქვს სავარაუდოდ ტვინის შერყევა და გადაყვანილია ჰოსპიტალში”, - წერს სოციალურ ქსელში „დროას აქტივისტი“ მარიამ სიჭინავა.


კითხვაზე, თუ რატომ უშლიან მემორიალთან შეკრებილებს ადგილზე ყოფნას, ერთ - ერთმა სამართალდამცველმა უპასუხა, „იმისთვის, რასაც აპირებთ“.


სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მას შემდეგ, რაც ისინი ტერიტორიიდან გაარიდეს, მემორიალთან ადგილობრივი ხელისულფების წარმომადგენლები მივიდნენ. მათივე ცნობით, როგორც კი ამ უკანასკნელებმა დატოვეს ტერიტორია, სამართალდამცველებიც დაიშალნენ.


სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, ზუგდიდის უწყვეტი პროტესტის მონაწილეები, ამ დროისათვის, ისევ დაბრუნდნენ 9 აპრილის მემორიალთან, სადაც მათი ნაწილი, მთელი ღამის განამვლობაში რჩებოდა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ღამე გაათენეს 2024 წლის 28 ნოემბრიდან დაწყებული პროევროპული აქციების მონაწილეებმა. ღამისთევის ინიციატორები იყვნენ დაპატიმრებული დემონსტრანტების მშობლები, რომლებმაც დააარსეს ახალი მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის“.

ღამისთევას ზუგდიდშიც შეუერთდნენ, მოქალაქეებმა ღამე 9 აპრილის მემორიალთან გაათენეს.

36 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად - ქალები. დაშავდა და დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა აქციის ასობით მონაწილე.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.