"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია დღეს სოფელ ძველი
აბასთუმნისა და ხეცერის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე სოფლებში არსებული პრობლემები განიხილეს და მათი
მოგვარების გზებზე ისაუბრეს.
"მე დღეიდან ოფიციალურად დავიწყე წინასაარჩევნო კამპანია. ჩვენ
მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი შეხვედრა ჩაგვეტარებინა ძველი
აბასთუმნისა და ხეცერის თემში, რადგანაც მივიჩნევ, რომ სოფლის
მოსახლეობას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა. მე
ვიცი, თუ რა პრობლემებია ამ თემში და მათი მოგვარების კონკრეტული
გეგმა მაქვს. დღეს აქ ვნახე ერთსულოვანი მოქალაქეები და დარწმუნებული
ვარ, ამ ერთსულოვნებით მივაღწევთ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას.
გამარჯვებას, რომელიც არის საწინდარი როგორც ამ თემის, ასევე ჩვენი
ქალაქის და, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“,-
განაცხადა კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები