პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის
კანდიდატ ზაალ გოროზიას მეუღლეს ბრალი წაუყენა.
ოლგა ჩურკანოვას წინააღმდეგ საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით არის აღძრული,
რაც ცემას გულისხმობს. ამასთან, მას მარტვილის N65 საოლქო საარჩევნო
კომისიის მუდმივმოქმედი წევრის უფლებამოსილება შეუწყდა.
საქმე რამდენიმე კვირის წინ მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში
მომხდარ დაპირისპირებას ეხება. კომისიის თავმჯდომარის, გრიგოლ
ბართაიას ინფორმაციით, ჩურკანოვა სხდომაზე ნასვამ მდგომარეობაში
მივიდა და შელაპარაკების ნიადაგზე კომისიის დროებით წევრს "ქართული
ოცნებიდან" ელგა ცანავას და კომისიის მდივან ნინო დანელიას სცემა.
თავის მხრივ, ჩურკანოვა მიზანმიმართულ პოლიტიკურ პროვოკაციაზე
საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პროვოკაცია მისი საარჩევნო პროცესებიდან
ჩამოშორების მიზნით მოხდა. "მე ვარ ზაალ გოროზიას მეუღლე და სწორედ
ამიტომ დაიგეგმა ეს ყველაფერი. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია", –
აღნიშნავს ჩურკანოვა.
მისი ადვოკატის განცხადებით იგი უდანაშაულოა და ექსპერტიზის
დასკვნის მიხედვით სხეულზე დაზიანებები არა ნინო დანელიას, არამედ
თავად ჩურკანოვას აღენიშნება.
წყარო: IPN
მასალის გამოყენების პირობები