არჩევნები
"ეს არის უალტერნატივო გუნდი", - "ქართულმა ოცნებამ" ოთხწლიანი გეგმა წარადგინა (ვიდეო)
"ეს არის, ახალი უალტერნატივო გუნდის ნაწილი, ვისთანაც ერთად მე მოვდივარ და ჩვენ მზად ვართ ზუგდიდი ვაქციოთ ბევრად უკეთეს ქალაქად" - ამის შესახებ მმართველი პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ სიის წარდგენისას განაცხადა. მან დადიანების სასახლის ეზოში მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, განათლების, კულტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. გოგიას თქმით, მთავარი პრიორიტეტი ამ თემებთან ერთად დასაქმება იქნება.

„ჩვენ გვაქვს ოთხწლიანი კონკრეტული გეგმა, რომელსაც განვახორციელებთ ზუგდიდის 48 ადმინისტრაციულ ერთეულში და ქალაქ ზუგდიდში“, - თქვა გოგიამ.

მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა ყურადღება ბოტანიკური ბაღისა და თეატრის რეაბილიტაციაზე, სტუდენტების დაფინანსებასა და ცაიშში ევროპული სტანდარტების ნაგავსაყრელის მშენებლობაზე.

„ჩვენ ვიზრუნებთ ახალგაზრდებზე, მათ დასაქმებაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე. ავაშენეთ უეფას სტანდარტების სტადიონი კომბინატში, წელსვე ვიწყებთ მეორე სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მოეწყობა მინი სტადიონები. ინვესტორთან მოლაპარაკებები დასრულებულია და კომბინატის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცურაო აუზს, მოეწყობა სპორტ-კომპლექსი. ჩვენ დავაფინანსებთ ნიჭიერი ახალგაზრდების იდეებს და პროექტებს, მე ვარ ახალგაზრდების ლობისტი, რადგან სწორედ მათგან მოდის მომავალზე ორიენტირებული პროექტები“, - განაცხადა გოგიამ.

მმართველი პარტიის ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის მიხედვით, ზუგდიდის სოფლებში 70-მდე პრობლემური გზის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე 14 ახალი ხიდისა და 15 სოფელში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, "ქართული ოცნება" გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ჰპირდება, რომ რეაბილიტაციას ჩაუტარებს და ააშენებს 22 საბავშვო ბაღს.

"ავაშენებთ სპორტულ მოედნებს, განხორციელდება მელიორაციის, სანიაღვრეების, ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტები. კეთილმოეწყობა პარკები, სოფლის ცენტრები, აშენდება მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრები.

მომავალ წელს დასრულდება რუხის მულტიფუნქციური საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა, ეს კლინიკა ჩვენთან ერთად მოემსახურება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს. გვექნება საშუალება მივიღოთ მაღალი სამედიცინო მომსახურეობა ამ კლინიკაში. პირადად ჩემი გეგმაა, რომ კომბინატის საავადმყოფოს დაუბრუნდეს ფუნქცია და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ! წელს პრემიერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად გავხსენით ც ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრი. სოფლებში დღემდე არსებობს ამბულატორიების პრობლემა, თუმცა ჩვენ ვგეგმავთ ექიმის კაბინეტების და ამბულატორიების მშენებლობას. ჩვენ ვაშენებთ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალ შენობას, სამედიცინო პერსონალი დღემდე ავარიულ შენობაში მუშაობს და მათ მადლობა მოთმინებისთვის!

ჯანდაცვა და სოციალური დაცვა ჩვენი ხელისუფლებისთვის უმთავრესი მიმართულებაა, ჩვენ ვზრუნავთ მოქალაქეებზე ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან დღემდე მთავრობასთან თანადაფინანსებით სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობა გაეწია 11 ათასამდე მოქალაქეს. რისთვისაც 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ჩვენამდე ამ ქირურგიული ოპერაციებისთვის მოსახლეობა სახლებს ყიდდა, იპოთეკით ტვირთავდა და ხშირ შემთხვევაში კარგავდა კიდეც - დღეს ეს მომსახურება უფასოა.
ჩვენ გავზრდით სოციალურ პაკეტებს, რათა მეტმა მოქალაქემ მიიღოს დახმარება. ჩვენ შევქმნით ექიმთა საბჭოს რომელიც სოციალური და ჯანდაცვის კუთხით რეკომენდაციებს მოამზადებს.

ჩვენი მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ინოვაციური პროექტებით, ვახორციელებთ მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის პროექტს, სახლები უკვე გადავეცით 41 ოჯახს, წელს კი ახალ სახლებს 27 ოჯახი მიიღებს. მომავალი წლიდან ამ პროექტს ქალაქშიც დავნერგავთ და მანამ გავაგრძელებთ სანამ თბილი, უსაფრთხო სახლის პრობლემა თუნდაც ერთ ოჯახს ექნება.

ჩვენ ვზრუნავთ დევნილებზე, ისინი იღებენ ყველა იმ სარგებელს რასაც მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები. ბარამიას ქუჩაზე შენდება 26 თორმეტ სართულიანი კორპუსი, სადაც 2000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ახალ ბინებს. უკვე მოვიძიეთ 5 ჰექტარი, სადაც დამატებით ახალი სახლები აშენდება, პარალელურად მიმდინარეობს სოფლად სახლის პროგრამა სადაც დევნილ ოჯახებს სახელმწიფოს დახმარებით შეუძლიათ სახლების შეძენა. არცერთი დევნილი ოჯახი არ დარჩება საკუთარი ჭერის გარეშე.

ჩვენთვის უმთავრესი მიმართულებაა განათლება. განათლებული თაობა ნიშნავს უკეთეს ზუგდიდში, უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას. ჩვენ ჩავდებთ მნიშვნელოვან რესურსს განათლებაში. მე ვაფინანსებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს. ახალი წლიდან კი სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის პროგრამას ავამოქმედებთ და მათ უცხოეთში სწავლებას მთლიანად დავაფინანსეთ - რათა მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩვენს ქალაქს მოახმარონ. ჩვენ მომავალი წლიდან გავაორმაგებთ განათლების ბიუჯეტს, მასწავლებელები მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ იმგზავრებენ. მგზავრობის საფასურს გადავუხდით იმ მასწავლებლებს, რომლთაც სამუშაოდ ერთი ადმინისტრაციული ერთეულიდან მეორეში უწევთ სიარული.

ჩვენ ვიზრუნებთ ახალგაზრდებზე, მათ დასაქმებაზე, ჯანსაღ ცხოვრების წესზე. ავაშენეთ უეფას სტანდარტების სტადიონი კომბინატში, წელსვე ვიწყებთ მეორე სათადარიგო სტადიონის მშენებლობას. მოეწყობა მინი სტადიონები. ინვესტორთან მოლაპარაკებები დასრულებულია და კომბინატის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცურაო აუზს, მოეწყობა სპორტ-კომპლექსი. ჩვენ დავაფინანსებთ ნიჭიერი ახალგაზრდების იდეებს და პროექტებს, მე ვარ ახალგაზრდების ლობისტი, რადგან სწორედ მათგან მოდის მომავალზე ორიენტირებული პროექტები. ზუგდიდის აქვს თბილისის შემდეგ მეორე, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი ტექნოპარკი, რომელიც ახალი შესაძლებლობაა ჩვენი შვილებისთვის", - თქვა გოგიამ.

საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია სიის პირველი ნომერი მამუკა წოწერია. მისივე შეფასებით, მერობის კანდიდატი და გუნდის ყველა წევრი უალტერნატივოა.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ მომავალ ძლიერ გუნდთან ერთად, რომელიც იქნება ახლოს ხალხთან და მისი პრობლემების მომგვარებელი, არ დაზოგავს მატერიალურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ რესურსს“, - აღნიშნა წოწერიამ.

„ქართული ოცნების“ პროპორციული და მაჟორიტარული სიის წარდგენას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საჯარო მოხელეები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
10 / აპრილი 2025
სამეგრელოში არსებობდა ორი ერთმანეთთან შინაარსით ახლოს მდგომი და თითქმის იდენტური ტრადიციული წესი ,რომელსაც ოჭიშაფუს ანუ შესაწევარს და გინაფორალს ანუ გადასაფარს უწოდებდნენ. ,,ოჭიშაფუ“ ხდებოდა ქორწილის დროს და ,,გინაფორალი“ მიცვალებულის განსვენების პერიოდში. ასევე, მეგრულ წეს-ჩვეულებებში მოწმდება მატერიალური ურთიერთდახმარების ორი სახე: ნატურალური და ფულადი.დღევანდელ გადაცემაში დაწვრილებითაა აღწერილი ყველა ტრადიცია წესები და მოვალეობები.
10 / აპრილი 2025
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვერავას მოადგილედ გიორგი ნადარაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
10 / აპრილი 2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გზდ საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.