ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, დომენტი სიჭინავა, დღეს
სოფელ კახათში თხილის გადამამუშავებელ
ქარხანას სტუმრობდა, სადაც დასაქმებულებს შეხვდა და საკუთარი
საარჩევნო პროგრამა გააცნო.
დომენტი სიჭინავასთან ქარხნის თანამშრომლებმა არსებულ პირობებზე
ისაუბრეს და განაცხადეს, რომ არცერთ კახათელს წელს თხილის მოსავალი არ
მიუღია და ის აზიურმა ფაროსანამ გაანადგურა, გადამუშავება კი გურიიდან
ჩამოტანილი თხილის უწევთ.
მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უმუშევრობის დაძლევის საკუთარ
ხედვასა და ინვესტიციების მოზიდვაზე ისაუბრა.
ადგილობრივების თქმით, წლიდან წლამდე პოლიტიკოსების დაპირებები ცარიელ
სიტყვებად დარჩა და არსებულმა ხელისუფლებამ ისინი დაივიწყა.
"დამიჯერეთ, თუ ჩვენ ერთად არ დავდგებით და ერთად არ მოვითხოვთ იმას,
რაც გვეკუთვნის, ხელისუფლება არასდროს მოვა ჩვენთან. შევეცადოთ,
არჩეული ხელისუფალი მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებული გავხადოთ,
ვიდრე - პირიქით", - განაცხადა შეხვედრის დასასრულს დომენტი
სიჭინავამ.
®
მასალის გამოყენების პირობები