ლაშა გოგია: არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, განსაკუთრებით ზუგდიდში
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა, როგორც ყველაზე
სამართლიანი და დემოკრატიული.
„მადლობა ყველას, ვინც დამიჭირა მხარი და იმასაც მადლობა, ვინც ჩემი
მხარდამჭერი არ იყო, მე ყველას მერი ვიქნები. ჯერჯერობით, გვაქვს
წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულები ვართ. საბოლოო
შედეგების შემდეგ ჩვენ შევუდგებით იმ გეგმების განხორციელებას, რაც
გვაქვს“, - თქვა ლაშა გოგიამ.
67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 107 უბნიდან 80 უბნის წინასწარი
მონაცემით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ლაშა გოგიას ხმების
53, 79 % აქვს.
მასალის გამოყენების პირობები