სამმართველოში საარჩევნო უბნებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი იკითხება.
ადგილზე იმყოფებოდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციელებმა მათი მხარდამჭერიც უსამართლოდ დააკავეს და დაკითხვაზე იმყოფება.
"აუცილებალდ უნდა შევხვდე. იმიტომ, რომ ერთ-ერთი მათგანი არის არასრულწლოვანი. დაკავების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ უკანონოდ არიან დაკავებულები", - აცხადებს ნაყოფია.
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში "ქართული ოცნების" კოორდინატორის კობა კვეკვესკირის გამოკითხვა დასრულდა.
აღნიშნული პირის გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში , ზუგდიდის 21-ე სააეჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, რა დროსაც, ის ზუგდიდის საკრებულოს წევრს
ანა წითლიძეს ხელით შეეხო.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ კვეკვესკირმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას მომხდარზე პასუხისგემა ადმინისტრაციული წესით მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები