ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში განთავსების მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი ისევ "ცხოველთა პოპულაციის მართვის ცენტრმა" მოიგო.
აღნიშნული მომსახურებისთვის მერია 48 600 ლარს დახარჯავს. ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია მიმდინარე წლის ბოლომდე შესაბამისი პროცედურების ჩასატარებლად ქალაქიდან 360 ძაღლი გაიყვანოს, მოგვიანებით კი ბუნებრივ არეალში დააბრუნოს.
თავშესაფარში ცხოველები ჭიებზე, ბაქტერიებსა და პარაზიტებზე უნდა დამუშავდნენ. ასევე, ძაღლებს სტერილიზაცია/კასტრაცია და ვაქცინაცია ჩაუტარდება. მომსახურება კომპანიამ თვეში ორჯერ უნდა უზრუნველყოს.
რაც შეეხება სოფელ ჭითაწყარში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის დაწყების თარიღს,
ის ჯერაც უცნობია. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ უწყება დონორის მოძიებაზე მუშაობს.
თავშესაფრის პროექტის მომზადება შპს "კოლოსმა", დაახლოებით,
2 წლის წინ დაასრულა. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 155 ათასი ლარი გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები