რუსეთმა უკრაინაში მებრძოლ 70 ქართველს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლ ქართული ლეგიონის 70-ზე მეტ წევრს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისთვის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუსწრებლად დააკისრა.
ინფორმაციას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
მანამდე, მიმდინარე წლის მარტში, მოსკოვში, ბასმანის რაიონულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" წარმომადგენლებს დაუსწრებლად 30 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის სასამართლოს მიერ განაჩენგამოტანილებს შორისაა ლაშა რუხაია, რომელიც ფოთის საკრებულოში ნაბადის უბნის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს.

მასალის გამოყენების პირობები