რუბრიკები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ორგანოში დასაქმების მსურველთა ტესტირება დღეს დასრულდება (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმების მსურველთა ტესტირების პროცესი დღეს დასრულდება. კონკურსანტების განცხადებით, ტესტირება საშუალო სირთულის იყო. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის მაიზერ ნანავას განცხადებით, ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, მეორე  ტესტირების ეტაპზე გადასულთა უმრავლესობამ ტესტირების ეტაპი წარმატებით გაიარა. საჯარო მოსამსახურეთა კონკურსის ბოლო  გასაუბრების ეტაპი, ტესტირების შედეგების შეჯამების შემდეგ გახდება ცნობილი. ბოლო ეტაპი გასაუბრება იქნება. კონკურსის პირველ ეტაპზე სხვადასხვა თანამდებობაზე სულ 1915 განაცხადი შევიდა. მათგან, მეორე ეტაპზე 528 აპლიკანტი გადავიდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს საკონკურსო ტესტირების შემდეგ, კონკურსის მეორე ეტაპი ქალაქის მერიისა და ქალაქის საკრებულოში დასაქმების მსურველთათვის დაიწყება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ 187 ვაკანტურ თანამდებობაზე  კონკურსი გამოაცხადა . საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილი კი, 1 915 ადამიანმა გამოთქვა. კონკურსანტთა აპლიკაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ შეისწავლა და მეორე ეტაპზე 528 კონკურსანტი გადავიდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.