რუბრიკები
ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე ზუგდიდელმა ლუკა ნადარაიამ დაუკრა
ზუგდიდელმა 9 წლის ლუკა ნადარაიამ ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერ -კლასები ჩატარდა. 14 სექტემბერს კომპეტენტური ჟიურის მიერ შერჩეულმა ნორჩმა მუსიკოსებმა გალა კონცერტი გამართეს. „გასულ კვირას ვიყავი ბათუმში, გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდის "ლირა"მიერ ორგანიზებული მუსიკის ფესტივალის ფარგლებში ჩატარებულ მასტერ კლასებზე, სადაც ქალბატონმა ელისომ შემარჩია ნორჩი ტალანტები კონცერტში მონაწილეობის მისაღებად. ეს რომ გავიგე, სიხარულით გავგიჟდი და უცებ დავურეკე დედიკოს და მამიკოს, რომ გამეხარებინა ისინი. ასევე, მონაწილეობა მაქვს მიღებული რამდენიმე საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონკურსში. ვარ, საქართველოს ხელოვანთა კავშირის მიერ ორგანიზებული ფესტივალის „მომავლის ვარსკვლავი“ სამგზის ლაურეატი“ , - უთხრა რადიო „ათინათს“ ლუკა ნადარაიამ. ფესტივალი 10 სექტემბერს დაიწყო და 15 თებერვალს გალა კონცერტით დასრულდა. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს ცნობილიმა დირიჟორმა ლორან პეტიჟირარამ უდირიჟორა. სოლისტი- პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ბოლქვაძე იყო. შესრულდა ლორან პეტიჟირარის „მარტოსული“, ცეზარ ფრანკის სიმფონია" რე-მინორი" და პეტრე ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი და სხვ. ფესტივალში მონაწილეობდნენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან - საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ასევე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი. ფესტივალის დასკვნითი გალა-კონცერტი იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.