რუბრიკები
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობის ტენდერში მონაწილე რუსული კომპანია დიკვალიფიცირებულია
ზუგდიდის სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ერთადერთი კომპანია, რომელიც რუსეთის ფედერაციაში იყო რეგისტრირებული, სატენდერო კომისიის მიერ დისკვალიფიცირებულ იქნა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო კომპანიას არასრულყოფილი დოკუმენტების წარდგენის გამო უარი ეთქვა. ზუგდიდის მერიამ სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი წუხელ გვიან ღამით ხელახლა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 24 სექტემებრს დაიწყება და ის 28 სექტემბერს დასრულდება. ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა – რუსეთში რეგისტრირებულმა კომპანიამ შპს „ლიტომ“ მიიღო. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 800 000 ლარს შეადგენდა, კომპანიამ კი 9 699 777.00 ლარი დაასახელა. წინადადებების მიღება 15 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს 12 საათზე დასრულდა. ზუგდიდში ,“ფიფას” სტანდარტების შესაბამისი,ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი კომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს. სამშენებლო სამუშაოების შესრულება სამ ეტაპად განხორციელდება: პირველი ეტაპი 2015 წლის 10 დეკემბრამდე დასრულდება, მეორე ეტაპის დასრულება 2016 წლის 10 დეკემბრამდე იგეგმება, ხოლო მესამე ეტაპისა – 2017 წლის 30 სექტემბრამდე. სტადიონის მშენებლობა „თბილქალაქ პროექტი“- მა დააპროექტა. მისი ღირებულება ჯამში 16 მლნ ლარს შეადგენს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.