უმრავლესობის დეპუტატები: „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის
დეპუტატების ნაწილმა, რომლებიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდნენ, აცხადებენ რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის.
დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ პარტიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "გერმანულ მოდელზე" მსჯელობა სამართებლივი მიზეზები გამო შეუძლებელია.
„ჩვენ გავარჩიეთ ის, რაც ამ დღეების გამავლობაში მოხდა და ეს ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში გვაქვს, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგზე. საპარლამენტო თანამდებობებზე დღეს არ გვიმსჯელია. რაც შეეხება, „გერმანულ მოდელს“, ის კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი მიზეზით შეუძლებელია. სხვა მიზეზებზე ყურადღების გამახვილება არ მინდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს მათ მოვუწოდებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე საუბრობს დეპუტატი გია ვოლსკიც.
„ვისაუბრეთ შემოთავაზებებზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება“, - ამბობს დეპუტატი.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის პარალელურადაც საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარება იყო.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტთან მეორე დღეა აპროტესტებენ.

მასალის გამოყენების პირობები