შეწყდეს სახლის დაწვის ფაქტზე დაწყებული გამოძიება - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონების ოჯახი
სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გოგონების ოჯახი და ახლობლები შესაბამის უწყებას სთხოვენ სახლის დაწვასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება შეწყდეს.
მათი თქმით, ეს იყო მოსახლეობის პროტესტი და სოფელში მოძალადე მამა-შვილის ოჯახის დაბრუნებას არასოდეს დაუშვებენ.
"მოთხოვნა გვაქვს ყველას ერთი, რომ უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები. უვადო პატიმრობა უნდა მიუსაჯონ, ისინი ციხიდან არ უნდა გამოვიდნენ. სოფლის მოთხოვნაა, რომ შეწყდეს სახლის გადაწვაზე გამოძიება," - ამბობს დაზარალებულების მამიდა.
ინფორმაციისთვის, გამოძიების ვერსიით, სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას მამა-შვილი 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა. ამავე ცნობით, დაკავებულიდან ერთ-ერთმა 2018 წელს 9 წლის გოგონას მიმართაც განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება. დაზარალებული გოგონები დები არიან და ისინი ბრალდებულების მეზობლად ცხოვრობენ.
მომხდარზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით არის აღძრული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

მასალის გამოყენების პირობები