სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულების საცხოვრებელი სახლი დაწვეს.
ადგილზე შეკრებილია ნათესავები და ადგილობრივი მოსახლეობა. დაკავებულების სახლს პოლიცია იცავდა, თუმცა მოსახლეობამ ხანძრის გაჩენა მაინც მოახერხა.
65 წლამდე და 35 წლის მამაკაცები არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ბრალდებით გუშინ დააკავეს. ისინი დაზარალებულის მეზობლები არიან.
შს სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას თხუთმეტიდან ოც წლამდე ვადით ან უვადოდ.
ამავე თემაზე: სამეგრელოში მამა-შვილი 8 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს
მასალის გამოყენების პირობები