ზუგდიდის ინფექციურში ახალგაზრდა მამაკაცი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს
წუხელ გვიან ღამით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ხობის მკვიდრი, ახალგაზრდა მამაკაცი შეიყვანეს. მას ცხელება აღენიშნებოდა.
საავადმყოფოს ინფორმაციით, პაციენტს აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის რამდენიმე კვირის წინ ჯერ გალის რაიონში იმყოფებოდა, ხოლო მანამდე ოკუპირებული რეგიონის სოფელ დრანდაში.
"იგი 29 მარტიდან საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. გადმოყვანისას აღენიშნებოდა ცხელება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩაუტარდა შიდა კვლევები, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, გაიგზავნება თუ არა მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში",- აცხადებენ ინფექციურში.
ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პირი რჩება. მათ შორის 67 წლის მამაკაცს თურქეთში, ხოლო 50 წლის ქალს რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

მასალის გამოყენების პირობები