ზუგდიდის საავადმყოფოში ანაკლიიდან გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიის საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა სულხან ორჟონიამ უთხრა.
მამაკაცი, რომელსაც ცხელება აღენიშნებოდა საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს. მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, შემდეგ კი ისევ საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს.
ჰოსპიტალში კიდევ ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.

მასალის გამოყენების პირობები