ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, გუშინ ანაკლიის საკარანტინე ზონიდან გადაყვანილ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ინფორმაციას საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი სულხან ორჟონია ადასტურებს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით მამაკაცი, რომელსაც ცხელება აღენიშნებოდა, ანაკლიაში ოკუპირებული ტერიტორიიდან გადაიყვანეს.
ის შესაბამისი სამედიცინო პროცედურების ჩატარების შემდეგ ისევ საკარანტინე ზონაში დააბრუნეს.

მასალის გამოყენების პირობები