ზუგდიდის საავადმყოფოში სატვირთო მანქანის მძღოლი კორონავირუსის ნიშნებით მოათავსეს
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შუახნის მამაკაცი დღეს დილით სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გადაიყვანა.
საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ინფორმაციით, პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მისი ბიოლოგიური მასალა კი შესაბამისი კვლევისთვის ლაბორატორიაში გაიგზავნება. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია
"დილის საათებში შემოყვანილ იქნა 112-ის სამსახურის მიერ შუახნის მამაკაცი, რომელსაც აღენიშნება ხველების რამდენიმე დღიანი ეპიზოდი. რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ანამნეზს, ის მთავრობის დადგენილებაში მითითებული განსაზღვრებით შეესაბამება შესაძლო შემთხვევას, ამიტომ მოთავსდა ბოქსირებულ განყოფილებაში და ყველაფრის გათვალისწინებით, აღებულია მასალა ვირუსის იდენტიფიკაციის მიზნით", - თქვა ორჟონიამ.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მამაკაცი სატვირთო მანქანის მძღოლია.

მასალის გამოყენების პირობები