საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებული მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილი მეხუთე ადამიანი 68 წლის მამაკაცია, რომელიც "ბოლნისის კლასტერიდანაა". ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო
უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტი იყო. ამის შესახებ კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მამაკაცი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქონდა გადატანილი.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური გვერდის https://stopcov.ge/ მონაცემებით, დღეის მონაცემებით ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5160 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი.
საიტზე გამოქვეყნებული სტატისტიკით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 98 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაცვლილი. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები