საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში Covid 19-ით ინფიცირებული მეექვსე ადამიანი გარდაიცვალა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი
საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, მამაკაცი 83 წლის იყო და მას გულის უკმარისობა ჰქონდა.
„სამწუხაროდ, ბატონს, რომელიც იყო ტერმინალურ მდგომარეობაში დღეს დაუფიქსირდა სიკვდილი. ასაკით გახლდათ 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით, ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია. ჩატარებული ექოსკოპიური კვლევის შედეგად, ყველა სარქვლის ნაკლოვანებით იყო აღნიშნული პაციენტი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - თქვა ლევან რატიანმა.
მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური გვერდის https://stopcov.ge/ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 485 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 139 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაცვლილი.

მასალის გამოყენების პირობები