ზუგდიდში კორონავირუსი ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა
ზუგდიდში, გუშინ გამოკვლეულ 42 წლის მამაკაცს Covid-19 დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის
განყოფილების უფროსის ანზორ ქობალიას ინფორმაციით, გუშინ რეგიონის მასშტაბით სულ 111 ადამიანის ანალიზი გაიტესტა, საიდანაც კორონავირუსი მხოლოდ ერთ პირს გამოუვლინდა.
"ეს მამაკაცი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მკაცრად იცავდა წესებს. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოკვლევა", - თქვა ქობალიამ
მისივე განმარტებით, მამაკაცს სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი რუხის კლინიკაშია გადაყვანილი. ამ დროისთვის საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული სულ 5 პაციენტი მკურნალობს.
რადიო "ათინათის" ინფორმაციით მამაკაცი სატვირთო მანქანის მძღოლია.

მასალის გამოყენების პირობები