საქართველოში კორონავირუსისგან მე -15 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში მე-15 პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდი
stopcov.ge ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ცნობით, გარდაცვლილი 82 წლის მამაკაცია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. ამავე ინფორმაციით, ის არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ერთ - ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა.
"პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე იყო მძიმე, მრავლობითი თანმხლები დაავადებებით, ის უკანასკნელი ორი კვირა ხელოვნურ ვენტილიაციაზე იყო", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა. Covid 19 – გან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 785-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 230. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები