საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ ჯამში 5254-ს მიაღწია. ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე,
stopcov.ge-ზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 1906-ს შეადგენს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი შემთხვევა, 66% აჭარას უკავშირდება, თბილისზე კი 15% მოდის.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმს 5674 ადამიანი გადის, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი იმყოფება.
ქვეყანაში კორონავირუსით სულ 28 ადამიანი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები