სამეგრელოში კორონავირუსით შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსით სენაკის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, 65 წლამდე მამაკაცს თანმხლები დაავადებები
(დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები) ჰქონდა. ამავე ცნობით, ის სამტრედიაში, "ჯეო ჰოსპიტალში" მკურნალობდა.
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 319 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 319 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები