სამეგრელოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით 69 წლის მამაკაცი ფოთის მკვიდრია და ის რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ხოლო აბაშაში მცხოვრები 89 წლის მამაკაცი თერჯოლის კოვიდ ცენტრში იყო მოთავსებული.
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 243 ადამიანი მკურნალობს. მათგან 21-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით COVID 19-ით ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 164 პირი.

მასალის გამოყენების პირობები